დღეს არის: ხუთშაბათი 09 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები

Language version: EnglishLanguage version: English

სამინისტროს სიახლეები

სამინისტრო

2010 თებერვალი 01

ზურაბ პოლოლიკაშვილი ელმავალმშენებელ ქარხანას ეწვია

elmavalmshenebeli

დღეს, 1 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორთან ირაკლი ეზუგბაიასთან ერთად ელმავალმშენებელ ქარხანას ეწვია.

მინისტრმა ქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად ის საამქროები დაათვალიერა, სადაც "საქართველოს რკინიგზის" ელმავლების შეკეთება და განახლება უნდა მოხდეს.

სწორედ სს "ელმავალმშენმა” გაიმარჯვა "საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოცხადებულ ელმავლების შეკეთების ტენდერში და 15 მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო. ამ თანხით, "საქართველოს რკინიგზის" 8 ელმავალი შეკეთდება.

კომპანიებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება დღეიდან შევიდა ძალაში. კონტრაქტის მიხედვით, პირველ ეტაპზე ქარხანაში შესაკეთებლად შევა 2 ელმავალი, რომელთა შეკეთებაც წლის განმავლობაში დასრულდება. დანარჩენი ელმავლების შეკეთება ეტაპობრივად მოხდება.

"მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, რამდენიმე ქვეყანამ შეაფერხა თავიანთი ელმავლების შეკეთება ჩვენს საწარმოში. ეს შეკვეთა კი იძლევა იმის გარანტიას, რომ "ელმავალმშენი” 2010 წლის მანძილზე მოგებაზე შეძლებს ფუნქციონირებას" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, საწარმოში გარკვეული ინოვაციებიც იგეგმება, კერძოდ, საწარმოს ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ მსხვილ ფრანგულ ოპერატორთან, რათა საწარმოში ახალი ტექნოლოგიური ციკლი დაინერგოს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებისთანავე ქარხანას შეუმცირეს უცხოელებმა (უკრაინა, სომხეთი, უფრო ადრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები) დაკვეთები და იგი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, სწორედ მაშინ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველოს რკინიგზის დაკვეთებმა ეს ქარხანა გადაარჩინა და დღეს კვლავ მუშაობს.

ქარხანაში დასაქმებულია 1343 ადამიანი, საშუალო ხელფასით 620 ლარი, 2009 წელი დაასრულა მოგებით. ერთ-ერთი წარმატებული გადამხდელია. ბოლო ორი წელია ძირითადი დამკვეთი საქართველოს რკინიგზაა.

  1. 1პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7ადმინისტრაცია

  8. 8საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

აირჩიეთ დეპარტამენტები

აირჩიეთ თარიღის მიედვით

დან თარიღი
დან თარიღი
last date

კალენდარი

  • Previous
  • Next
სექტემბერი 2010
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930