დღეს არის: ხუთშაბათი 09 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები

Language version: EnglishLanguage version: English

სამინისტროს სიახლეები

ტურიზმი

2010 იანვარი 25

შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან

meeting-at-WTO

2010 წლის 22 იანვარს ესპანეთის დედაქალაქში გაიმართა შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შორის.

მადრიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან – ტალებ რიფაი, მტო-ს გენერალური მდივანი, ზოლტან სამოგუი, მტო-ს აღმასრულებელი დირექტორი, ედუარდო ფაიოს სოლა, მტო-ს ევროპის რეგიონული წარმომადგენელი. ქართულ მხარეს წარმოადგედნენ – ზაალ აბაზაძე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბექა ჯაყელი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და 2010 წელს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მტო-ს გენერალური მდივანმა ტალებ რიფაიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა აქვს.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაალ აბაზაძემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს თანადგომისათვის და საქართველოში მოიწვია.

ზაალ აბაზაძემ ისაუბრა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და პერსპექტივებზე, ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი პროექტების მიმდინარეობას, კერძოდ, სვანეთის, როგორც 12-თვიანი სამთო-სათხილამურო კურორტის და ანაკლიის, როგორც საზღვაო კურორტის კომბინირებულ განვითარებაზე ისაუბრა და თხოვნით მიმართა მტო-ს, რათა ჩაერთოს ზემოაღნიშნული პროექტის საკონსულტაციო ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრიორიტეტი რეგიონულ პროექტებზე მუშაობაა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ჯაყელმა მტო-ს ხელმძღვანელობას წარუდგინა ორი ინიციატივა: ტურიზმის განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის ტურიზმის განვითარების ინიციატივა.

სამხრეთ კავკასიის პროექტი გულისხმობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთიან პოზიციონირებას შორეულ ბაზრებზე, ასევე რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტურისტული კომპანიების ერთობლივი პროდუქტების შექმნას.

რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, აუცილებელია რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროდუქტების შექმნა და საკრუიზო ბიზნესის განვითარება.

ქართულმა მხარემ მტო-ს გენერალურ მდივანს თხოვნის მიმართა, რათა უახლოეს მომავალში თბილისში ამ ორგანიზაციის ეგიდით გაიმართოს სასწავლო სემინარი ტურიზმის პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის საქართველოში ტურიზმის განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ მზადყოფნა გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და მტო-ს ეგიდით დაიწყოს ქართული მხარის ინიციატივების განხორციელება.

  1. 1პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7ადმინისტრაცია

  8. 8საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

აირჩიეთ დეპარტამენტები

აირჩიეთ თარიღის მიედვით

დან თარიღი
დან თარიღი
last date

კალენდარი

  • Previous
  • Next
სექტემბერი 2010
MoTuWeThFrSaSu
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930