2010 წლის 4 თებერვალს, ეროვნული ბანკის 91- დღიან №5, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები ერთმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4,92 პროცენტით, მაქსიმალური 5,82 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5,41 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები