სარგებლობის ლიცენზიის სახეები
- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
- მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია
- ტყით სარგებლობის გენერალურ ლიცენზია, რომელიც მოიცავს:
- ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიას
- სამონადირეო მეურნეობის სპეციალურ ლიცენზიას
- თევზჭერის ლიცენზია
- ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენცისს (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია
ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:
- განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მოსაპოვებელი რესურსის სახე, რაოდენობა,ადგილმდებარეობა და ლიცენზიის მოქმედების ვადა.
- კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდივიდუალური მეწარმესათვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ფიზიკური პირისათვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები.
- განცხადებაში მითითებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში – დამატებით უნდა იყოს წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მესაკუთრის თანხმობა.
- დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი
განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი:
ღია აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება ენიჭებაპრეტენდენტს, რომელიც რესურსით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს.
დახურული აუქციონის გამართვის თაობაზე, განსაკუთრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონს აცხადებს სამინისტრო მთავრობასთან შეთანხმებით.
დახურული აუქცონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება ენიჭება პრეტენდენტს, მათ მიერ შემოთავაზებული თანხის პროპორციულად.
ღია და დახურული აუქციონი ტარდება საჯაროდ.
აუქციონი ცხადდება სამინიტროს ინიციატივით ან მაძიებილის განცხადებით
აუქციონის გამართვის და მასში მონაწილეობის პირობები:
- ინფორმაცია აუქციონის გამართვის თაობაზე ქვეყნდება ცენტრალურ პრესაში
- აუქციონი ტარდება სამინიტროს შენობაში
- განცხადებები აუქციონში მონაწილეობის თაობაზე მიიღება გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში
- განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ადგენს სამინისტრო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ქვეყნდება აუქციონის გამოცხადებასთან ერთად
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.
- კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდივიდუალური მეწარმესათვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ფიზიკური პირისათვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები.
- სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (ფიქსირებული თანხა 200 ლარი)
- "ბე"-ს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( გადასახდელი თანხის 20 %)
გამარჯვებული ლიცენზიას მიიღებს თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში
ლიცენზიაში ცვილებების შეტანა
- ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი გარკვეული ვადით იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს
- სამინისტროს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ 3 დღის განმავლობაში შეაქვს ცვლილება სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას
- ლიცეზიაში ცვლილებების შეტანა სრულიად უსასყიდლოა და ლიცენზიის მფლობელს არ ეკისრება რაიმე სახის დამატებითი გადასახადები.
- დეპარტამენტი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია
ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები სამინისტროს წარუდგენენ:
განაცხადს, რომელსაც თანდართული უნდა ჰქონდეს:
- კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის და ინდივიდუალური მეწარმესათვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ფიზიკური პირისათვის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები;
- 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა, დატანილი ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატებით;
- ინფორმაცია მოპოვებული რესურსის რაოდენობის შესახებ
- ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება).
კონტროლს სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექცია