დღეს არის: ხუთშაბათი 09 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

Language version: EnglishLanguage version: English

mikheil-janelidze

მიხეილ ჯანელიძე

დეპარტამენტის უფროსი

ინგა ახობაძე

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ანდრია დვალი

სამმართველოს უფროსი

ირინა ჯაფარიძე

სამმართველოს უფროსი

მარინა მაჭარაშვილი

სამმართველოს უფროსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში შედის:

  • ქვეყნის საგარეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
  • წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ;
  • ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
  • ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
  • საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება;
  • ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ;
  • დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი წესით; 
  • სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში.

საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის  ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველო, ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო, საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო.

  • სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრი, და აქედან გამომდინარე ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები ხორციელდება "უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" (MFN) საფუძველზე.

აღნიშნული რეჟიმი ითვალისწინებს ვმოს-ს წევრი ქვეყნებისთვის განსხვავებულ დაბალ საბაჟო ტარიფებს.

  • გარდა იმისა, რომ საქართველო როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, სარგებლობს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით 149 წევრ ქვეყანასთან, საქართველო ასევე სარგებლობს პრეფერენციების განზოგადებული სისტემით (GSP) ევროკავშირთან, აშშ-თან, კანადასთან, შვეიცარიასთან, იაპონიასთან და თურქეთთან, რაც გულისხმობს ექსპორტირებულ საქონელზე საბაზო განაკვეთებთან შედარებით საიმპორტო ტარიფის შემცირებულ განაკვეთებს.

   2005 წლის ივლისში საქართველო გახდა GSP-ის ახალი სქემის ბენეფიციარი.

   საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით ეს მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ვინაიდან თუ ძველი სქემით საქართველოს ეძლეოდა შესაძლებლობა ევროკავშირის ბაზარზე უბაჟოდ შეეტანა მხოლოდ 3300 დასახელების პროდუქცია და 6900  საქონელზე მოქმედებდა მხოლოდ გარკვეული შეღავათები, ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო ისარგებლებს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის (პროდუქცია რომელზეც ვრცელდება GSP+  დოკუმენტი-1;   დოკუმენტი-2;)

   საქართველოს 1994 წლიდან, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ს ქვეყნებთან , რაც ითვალისწინებს დამოუკიდებელ თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ურთიერთ-ვაჭრობაში საქონლისა და მომსახურების  გათავისუფლებას საბაჟო საიმპორტყო გადასახადისგან. 

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2008 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში.

   შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან სრულად გაუქმდა სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე   დაწესებული საბაჟო ტარიფები. გარკვეული გამონაკლისები არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.

   თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტზე საბაჟო გადასახადები შენარჩუნდა ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.

   საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში იმპორტზე საბაჟო გადასახადები შენარჩუნდება გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე,  თუმცა გარკვეული სახის საქონელი ექვემდებარება შეღავათებს კვოტების სახით, რომელთა განაწილებაზე პასუხისმგებელია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის გენერალური სამდივნო.

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

იმისათვის, რომ ქართულმა პროდუქციამ ევროკავშირში ან თურქეთში ექსპორტისას ისარგებლოს პრეფერენციული რეჟიმით (GSP+), მას უნდა ახლდეს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა "A", რომელსაც გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ფორმა "A"-ს გაცემა წარმოებს უფასოდ 3 დღის ვადაში, თუ საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს.

ფორმა "A"-ს მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:

  1. ექსპორტიორის განცხადება
  2. დეკლარაცია საქონლის წარმოშობისა და კუთვნილების შესახებ
  3. კონტრაქტი (ხელშეკრულება)
  4. ანგარიშფაქტურა (ინვოისი)

სერთიფიკატის მიღევა შესაძლებელია სამინისტროს საზოგადოების მომსახურების ცენტრში.

ექსპორტ - იმპორტის რეგულირება

სატარიფო პოლიტიკა იმპორტზე  

2006 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი საბაჟო ტარიფების შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტული სავაჭრო რეჟიმი აქვს. 2007 წლიდან აღნიშნული კანონი გაუქმდა და მისი დებულებები გადავიდა საგადასახადო კოდექსში (XII თავი). აღნიშნული ცვლილების შესაბამისად 16 სატარიფო განაკვეთი შემცირდა 3 განაკვეთამდე (0, 5 და 12%). საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 90%-ზე (დარჩენილია, მხოლოდ ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და საშენ მასალებზე). აღარ არესბობს სეზონური ტარიფები. კანონმდებლობის  თანახმად  აღარ არის განსხვავება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის. ასევე სავაჭრო ლიბერალიზაციის რეფორმის ფარგლებში გამარტივდა საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის “ფორმა ™A”-ს გაცემის წესები. წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად აღარ არის საჭირო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ექსპერტიზის აქტის წარდგენა.

სატარიფო პოლიტიკა ექსპორტზე

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს საქონლის დამატებითი ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით, ექსპორტი საქართველოდან დღგ-თი არ იბეგრება.

არასატარიფო შეზღუდვები

ქვეყნის კანონმდებლობით საგარეო ვაჭრობაში არ არის გათვალისწინებული რაიმე არასატარიფო შეზღუდვები (ლიცენზირება, ქვოტირება აკრძალვები და სხვა) გარდა იმ შემთხვევებისა,  როდესაც ეს აუცილებელია ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის.

1. რეგულირებადი იმპორტი (ლიცენზია ან ნებართვა)

  • ფიტოსანიტარულ და ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია
  • დაკვირვების ელექტრონული საშუალებები
  • შეზღუდულად ბრუნვადი მასალები
  • იარაღი და საბრძოლო მასალები
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქცია
  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები
  • გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური  ფლორის და ფაუნის სახეობები
  • არაიოდიზირებული მარილი

2. რეგულირებადი ექსპორტი

  • საქართველოს კულტურული ფასეულობები
  • დაკვირვების ელექტრონული საშუალებები
  • შეზღუდულად ბრუნვადი მასალები
  • იარაღი და საბრძოლო მასალები
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქცია - გაცემის წესი (დოკუმენტი-1,     დოკუმენტი-2,      დოკუმენტი-3)
  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები
  • გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური  ფლორის და ფაუნის სახეობები

აკრძალულია კულტურულ ფასეულობათა საქონლის საქართველოდან ექსპორტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით.

  1. 1 პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2 ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3 კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4 ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5 საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6 იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7 ადმინისტრაცია

  8. 8 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10 სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11 საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14 სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15 ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

To View Animation Download "Flash Player"

chartXml2312geo.xml